Sunday, February 12, 2012
Monday, January 30, 2012
პროექტის გეგმა
პროექტის სახელწოდება:
ცნობილი კურორტები ( საქართველოს
საკურორტო ქალაქები - ბორჯომი)
პროექტის მთავარი
იდეა: მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას გავაცნოთ საქართველოს
კურორტები, კერძოდ, ბორჯომი.
პროექტის აქტუალობა:
საქართველოს საკურორტო ქალაქების გაცნობა ხელს შეუწყობს
ამ ქალაქებით, ზოგადად საქართველოთი დაინტერესებას, ტურისტებისა და დამსვენებლების
მოზიდვას, რაც დადებითად აისახება ამ ქალაქებისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე.
პროექტის მიზნები:
მოსწავლეები გააცნობიერებენ საკურორტო ქალაქების მნიშვნელობას, დაინტერესდებიან საკუთარი
ქალაქის, ქვეყნის განვითარების პერსპექტივით. გაიაზრებენ ადგილობრივი რესურსების გაფრთხილებისა
და რაციონალურად გამოყენების მნიშვნელობას. განუვითარდებათ კვლევა-ძიების, ინფორმაციის
გამოყენების, სოციალური უნარ-ჩვევები. გაიუმჯობესებენ წერის, კითხვის, ინგლისური ენისა და ისტ-ის გამოყენების
ჩვევებს.
მონაწილეთა ასაკი:
12-16
ვადები / ხანგრძლივობა:
თებერვალი / 2012 - დეკემბერი / 2012;
მოსალოდნელი შედეგები:
მოკლე საინტერესო ინფორმაციული ტექსტები; გადაღებული ფოტოები, ვიდეომასალა,
ინტერვიუები, საპრეზენტაციო მასალები, ჩატარებული სასკოლო კონფერენცია, გაზეთში დაბეჭდილი სტატია, ბლოგი.
პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები: სპეციალური ლიტერატურა, ფოტო და
ვიდეოკამერები, კომპიუტერი, ელ-ფოსტა, ბლოგი.
პროექტის მსვლელობა:
მოსწავლეები გაიყოფიან ჯგუფებად, წაიკითხავენ მასწავლებლის
მიერ მითითებულ ლიტერატურას, დაწერენ მოკლე საინტერესო ინფორმაციულ ტექსტებს, გადაიღებენ
ფოტოებს, ჩაიწერენ ინტერვიუებს კომპეტენტური პირებისგან ბორჯომის (სხვა კურორტების)
საკურორტო მნიშვნელობის შესახებ; მოამზადებენ საპრეზენტაციო მასალებს; ჩაატარებენ სასკოლო
კონფერენციას; პროექტის მსვლელობის შესახებ წერილებს გამოაქვეყნებენ ადგილობრივ საბავშვო
გაზეთში; ამ ყველაფერს ინგლისურ ენაზე გამოაქვეყნებენ ბლოგზე. ჯგუფის ერთი წევრი დეტალურად
აღწერს დაგეგმილ და განხორციელებულ აქტივობებს. პროექტის შეფასება მოხდება სპეციალური
რუბრიკით.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული, ინგლისური, გეოგრაფია,
ისტორია, ბიოლოგია, ქიმია. ესგ: ქართული - VII.1,10,11,12, 13,14; X.3, 6, 10,11.
პროექტის
ხელმძღვანელი: ოლღა გოგოლაძე
პროექტის
ვებ-გვერდი / ბლოგი: thefamousresorts.blogspot.com
Subscribe to:
Posts (Atom)