Monday, January 30, 2012

პროექტის გეგმა


პროექტის სახელწოდება: ცნობილი კურორტები ( საქართველოს საკურორტო ქალაქები - ბორჯომი)
პროექტის მთავარი იდეა: მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას გავაცნოთ საქართველოს კურორტები, კერძოდ, ბორჯომი.
პროექტის აქტუალობა: საქართველოს საკურორტო ქალაქების გაცნობა ხელს შეუწყობს ამ ქალაქებით, ზოგადად საქართველოთი დაინტერესებას, ტურისტებისა და დამსვენებლების მოზიდვას, რაც დადებითად აისახება ამ ქალაქებისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე.
პროექტის მიზნები: მოსწავლეები გააცნობიერებენ საკურორტო ქალაქების მნიშვნელობას, დაინტერესდებიან საკუთარი ქალაქის, ქვეყნის განვითარების პერსპექტივით. გაიაზრებენ ადგილობრივი რესურსების გაფრთხილებისა და რაციონალურად გამოყენების მნიშვნელობას. განუვითარდებათ კვლევა-ძიების, ინფორმაციის გამოყენების, სოციალური უნარ-ჩვევები. გაიუმჯობესებენ წერის, კითხვის, ინგლისური ენისა და ისტ-ის გამოყენების ჩვევებს.
მონაწილეთა ასაკი: 12-16
ვადები / ხანგრძლივობა: თებერვალი / 2012 - დეკემბერი / 2012;
მოსალოდნელი შედეგები: მოკლე  საინტერესო  ინფორმაციული ტექსტები; გადაღებული ფოტოები, ვიდეომასალა, ინტერვიუები, საპრეზენტაციო მასალები, ჩატარებული სასკოლო  კონფერენცია, გაზეთში დაბეჭდილი სტატია, ბლოგი.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სპეციალური ლიტერატურა, ფოტო და ვიდეოკამერები, კომპიუტერი, ელ-ფოსტა, ბლოგი.
პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები გაიყოფიან ჯგუფებად, წაიკითხავენ მასწავლებლის მიერ მითითებულ ლიტერატურას, დაწერენ მოკლე საინტერესო ინფორმაციულ ტექსტებს, გადაიღებენ ფოტოებს, ჩაიწერენ ინტერვიუებს კომპეტენტური პირებისგან ბორჯომის (სხვა კურორტების) საკურორტო მნიშვნელობის შესახებ; მოამზადებენ საპრეზენტაციო მასალებს; ჩაატარებენ სასკოლო კონფერენციას; პროექტის მსვლელობის შესახებ წერილებს გამოაქვეყნებენ ადგილობრივ საბავშვო გაზეთში; ამ ყველაფერს ინგლისურ ენაზე გამოაქვეყნებენ ბლოგზე. ჯგუფის ერთი წევრი დეტალურად აღწერს დაგეგმილ და განხორციელებულ აქტივობებს. პროექტის შეფასება მოხდება სპეციალური რუბრიკით.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული, ინგლისური, გეოგრაფია, ისტორია, ბიოლოგია, ქიმია. ესგ: ქართული - VII.1,10,11,12, 13,14; X.3, 6, 10,11.
პროექტის ხელმძღვანელი: ოლღა გოგოლაძე
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: olghagogoladze@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი / ბლოგი: thefamousresorts.blogspot.com